გრიგოლ გეგელია - ვხედავთ, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიყვება რუსულ სიას, რომელიც მათ აშკარად კრემლიდან აქვთ მიღებული - სია, თუ როგორ უნდა გადააგვარონ უფრო ეფექტურად და სრულყოფილად ქართული დემოკრატია

ჩვენ ვხედავთ, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიყვება რუსულ სიას, რომელიც მათ აშკარად კრემლიდან აქვთ მიღებული. სია, თუ როგორ უნდა გადააგვარონ უფრო ეფექტურად და სრულყოფილად ქართული დემოკრატია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას, რომელიც „მედიის კანონის” მიღებას ეხება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” მიზანია, რომ ქვეყანაში განსხვავებული ხმა არ ისმოდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიყვება რუსულ სიას, რომელიც მათ აშკარად კრემლიდან აქვთ მიღებული. სია, თუ როგორ უნდა გადააგვარონ უფრო ეფექტურად და სრულყოფილად ქართული დემოკრატია და პოლიტიკური თავისუფლების ბოლო ჩანასახიც კი ჩვენს ქვეყანაში. ეს ახალი ინიციატივა არის ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ამ რუსული ხელისუფლების ერთადერთი მიზანი არის თავისუფალი საქართველოს მოკვლა, საქართველოს იზოლირება ცივილიზებული მსოფლიოდან და მისი შეერთება რუსულ ავტოკრატიასთან. ეს ხელისუფლება არის ბოროტმოქმედი ბანდფორმირება, რომელიც მტრობს თავისუფლების ყველა ფორმას და რასაკვირველია, ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ჰყავს თავისუფალი და კრიტიკული მედია, რომლის ჩახშობაც და გაჩუმებაც უნდათ”, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო