გიორგი ბუტიკაშვილი - ელჩებს გავაცანით ის დრაკონული კანონები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო - ვისაუბრეთ მზია ამაღლობელის საკითხზე და იმ გზაზე, რომლითაც ახალ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს, ის „დრაკონული კანონები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა მიიღეს“.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებითაც.

„ჩვენ დღეს შევხვდით დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ მათ გავაცანით ის დრაკონული კანონები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა მიიღეს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებითაც. ასევე, [ვისაუბრეთ] გზაზე, თუ როგორ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, რომელზეც ჩვენ ამდენი ხანი ვმუშაობდით. ეს დოკუმენტი უკვე არსებობს.

ცხადია, ჩვენ, ოთხმა კოალიციამ ერთად მოვიწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უბრალოდ, პარტია „საქართველოს“ წევრებმა დღეს მოსვლა ვერ შეძლეს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ოფისში, სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება