თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა

დღეს, თბილისის ყინულის არენაზე, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა. შეჯიბრება სტარტს ხვალიდან, 6 თებერვლიდან აიღებს, დაჯილდოების ცერემონია კი 10 თებერვალს გაიმართება. 11 თებერვლიდან, პირველობისთვის ერთმანეთს ჭაბუკთა გუნდები დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის, თბილისში, ზამთრის სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზე, ევროპის საუკეთესო ექვსი ახალგაზრდული ნაკრებია ჩამოსულია.

"ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყველა სპორტულ შეჯიბრზე დასწრება უფასოა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება