„თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებული ირაკლი წიგნაძე - სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის „შეფი“

სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის „შეფი“, - ამის შესახებ „თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულმა ირაკლი წიგნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან სამართალდამცავებს მიმართა.

„გაკვირვებული ვარ, რა დონის ტყუილზეა აწყობილი ჩვენი სისტემა, 20 წლის ბიჭები, ახალგაზრდები არიან პოლიციელები და ახლებს დააწერეს ეს საქმეები, ახლა იწყებენ და სიმართლის ლაპარაკს კი არ სწავლობენ, ელოდებიან სხვა ქალს, რომ ტყუილი დააწერინონ. კარგი ბიჭები არიან და მართლა მეცოდებიან. სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის „შეფი“,- განაცხადა წიგნაძემ.

ბრალთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირეს სხვა დაკავებულებმაც და აღნიშნეს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან.

„თავს არ მივიჩნევ დამნაშავედ და მინდა საქართველო ისევ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული ქვეყანა იყოს",- განაცხადა ნიკოლოზ კუტუბიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს