რომის „ჩამპინოს“ აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რომის ჩამპინოს აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რომის სიდიდით მეორე - ჩამპინოს აეროპორტში - ფრენები რამდენიმე საათით იყო გაჩერებული ხანძრის გამო, რომელიც ერთ-ერთი საკონტროლო კოშკის ქვეშ გაჩნდა.

ხანძრის გაჩენისთვის მალევე დააკავეს საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელიც იტალიაში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. იგი დაკავებულია „სატრანსპორტო უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობისთვის, დიდი ზიანისთვის, ცეცხლის წაკიდებისთვის, ძალადობისთვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“.

მედიის ცნობით, ყველაფერი 5 თებერვალს დილის 07:00 საათზე დაიწყო. საქართველოს მოქალაქე ადგილზე მიჰყვა ადამიანს, რომელიც სამუშაოდ მიდიოდა საკონტროლო კოშკში, რომელიც აეროპორტის საზოგადოებრივ სივრცეს მოშორებულია. საქართველოს მოქალაქე მას მოულოდნელად დაესხა თავს, როდესაც ის საკონტროლო კოშკის კარს აღებდა და თავად შევიდა საკონტროლო კოშკში. ამის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი წაუკიდა საკონტროლო კოშკში მდებარე კომპიუტერულ აღჭურვილობას და ავეჯს. მიზეზები, თუ რატომ გააკეთა მან ეს, გაურკვეველი რჩება და გამოძიება მიმდინარეობს.

იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა მატეო სალვინიმ ინციდენტს “კრიმინალური აქტი” უწოდა და აღნიშნა, რომ ცეცხლი “გაჩენილ იქნა უსახლკარო იმიგრანტის მიერ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა”.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო