დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი - რა მნიშვნელობა აქვს, სასამართლო 4 ათას ლარს შეუფარდებდა, თუ 5 ათასს?! - მთავარია, რომ ეს ადამიანი მალე დაუბრუნდება ოჯახს

რა მნიშვნელობა აქვს, 4 ათას ლარს შეუფარდებდა, თუ 5 ათასს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის, რომ ეს ადამიანი ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს, - ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ჩომახაშვილის თქმით, ხელახალი დაკავება ადამიანების მიმართ არასწორი მოპყრობაა.

„გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ შემოსულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოთი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ყოფილიყო დარჩენილი, თუმცაღა, ამოსავალი წერტილი ხომ ერთია - რა მნიშვნელობა აქვს, 4 ათას ლარს შეუფარდებდა, თუ 5 ათასს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის, რომ ეს ადამიანი ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს და არა მარტო ეს ადამიანი, იქ მყოფებიც, განსაკუთრებით, ის 20 წლის ბიჭი, რომელიც იყო განსაკუთრებით ასაკობრივად განსხვავებული იქ მყოფ პირთაგან და ეს იყო ყველაზე გულდასაწყვეტი. არ შეიძლება ადამიანის დაკავება, როცა ისინი ტოვებენ ადმინისტრაციული წესით დაკავების ადგილს. ხელახალი დაკავება - ეს არის უბრალოდ არასწორი მოპყრობა ადამიანების მიმართ. სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მოცემულობა, მაგრამ, რაც მთავარია, ბრალდებული გარეთ გამოუშვა”, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო