ირაკლი წიგნაძის ადვოკატი - ვითხოვდი, საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, რადგან ამის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი არ იყო - კანონი არ არის კონსტიტუციური

ვითხოვდი, რომ საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, რადგან არ იყო სახეზე ფაქტობრივი საფუძველი, არ იყო ფორმალური საფუძველი, ზოგადად, კანონი არ არის კონსტიტუციური, - ამის შესახებ “თბილისი მოლთან” გზის გადაკეტვის გამო დაკავებული ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, გირაოს გადახდის შემდეგ ირაკლი წიგნაძე რამდენიმე საათში გათავისუფლდება.

„ჩვენთვის გირაოს თანხა იყო მეორეხარისხოვანი. პირადად მე საერთოდ არ ვითხოვდი გირაოს თანხის შემცირებას, ვინაიდან ვითხოვდი, რომ საერთოდ არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, რადგან არ იყო სახეზე ფაქტობრივი საფუძველი, არ იყო ფორმალური საფუძველი და სანამ ფაქტობრივ საფუძველზე ვისაუბრებთ ზოგადად, კანონი არ არის კონსტიტუციური.

ამ მოცემულობებიდან გამომდინარე, ვითხოვდით, რომ ირაკლი წიგნაძე დარბაზიდან გათავისუფლებულიყო და პირდაპირ დარბაზიდან წამოგვეყვანა, არ შეფარდებოდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. მოსამართლემ, გარკვეულწილად, სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში გირაოს თანხაც შეამცირა, თუმცა, ირაკლისთან მიმართებაში ესეც არ გააკეთა.

გირაოს თანხის გადახდისთანავე, რამდენიმე საათში მოხდება ირაკლის გათავისუფლება”, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება