თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.

თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების 4 ტრენინგი გაიმართება, სადაც ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

  • 2025 წლის პირველი ტრენინგი 7 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში გაიმართება. ტრენერი, შალვა ახრახაძე კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ისაუბრებს.
  • მეორე ტრენინგის თემატიკა Etsy-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები ონლაინ, 11 და 12 თებერვალს შეძლებენ.
  • თებერვლის თვეში, თიბისის ბიზნესგანათლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი ტრენინგი გაიმართება საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. კურსის ფარგლებში, ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს. ტრენინგი 13 თებერვალს ჩატარდება.
  • მე-4 შეხვედრა ბიზნესების წარმომადგენლებთან შემდეგ თემატიკას დაეთმობა: როგორ შევარჩიოთ და გავყიდოთ პროდუქცია Amazon-ზე. ტრენერი, სოფო გუჯარაიძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეარჩიონ და გაყიდონ პროდუქცია ამაზონზე. კურსის განმავლობაში, ბიზნესების წარმომადგენლები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ამაზონის პლატფორმა, რა სპეციფიკაციები აქვს მას და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო პროდუქციის ამ პლატფორმაზე განსათავსებლად. ტრენინგი 25 და 27 თებერვალს ჩატარდება.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://beta.tbcbank.ge/ka/business/education, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი