უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელებმა კრასნოდარში სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს, რომელსაც მტერი Shahed-ის ტიპის დრონების უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად იყენებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, 6 თებერვალს ღამით რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უწყების ცნობით, აეროდრომი გამოიყენება Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოსამზადებლად და უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად, ასევე იმ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის, რომლებიც ამოცანებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ასრულებენ.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორში მონაწილეობენ, დარტყმები გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება