შსს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო რჩება მიმზიდველ სატრანზიტო კვანძად ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ოპიატების მნიშვნელოვანი რაოდენობის ევროპაში, შავი ზღვის გავლით ტრანზიტისთვის

ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო რჩება მიმზიდველ სატრანზიტო კვანძად ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ოპიატების მნიშვნელოვანი რაოდენობის ევროპაში, შავი ზღვის გავლით ტრანზიტისთვის.

აღნიშნული დოკუმენტის თაობაზე ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2022 წლიდან უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები იყენებენ ნარკოტიკებით ვაჭრობის ახალ მარშრუტებს საქართველოს გავლით ოპიოიდების და სინთეზური ნარკოტიკების გადასაზიდად ევროპიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ნარკოტიკებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას. აშშ-ის ინიციატივით საქართველო შეუერთდა 2023 წელს ჩამოყალიბებულ გლობალურ კოალიციას სინთეზური ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ანგარიშში საუბარია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მათ შორის აღნიშნულია, რომ 2023 წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ბელგიის ხელისუფლების ერთობლივი ოპერაცია, რომლის შედეგადაც მოხდა 400 კგ ჰეროინის ამოღება. ასევე, ხაზგასმულია, რომ 2023 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირანიდან საქართველოში ფოთის პორტში გაგზავნილი მეორე კომერციული კონტეინერის იდენტიფიცირებაში დაეხმარა, საიდანაც 80 კგ ჰეროინის ამოღება მოხდა.

ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლთან დაკავშირებით წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს მიღებული იქნა ნარკოტიკების 2023-30 წლების ახალი სტრატეგია და 2023-24 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა რამდენიმე ახალ ინიციატივას, როგორიცაა ადრეული გაფრთხილების სისტემა ნარკოტიკების განვითარებადი ტენდენციების მონიტორინგისთვის და ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილის ინდიკატორის შემუშავებისთვის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო რჩება მიმზიდველ სატრანზიტო კვანძად ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ოპიატების მნიშვნელოვანი რაოდენობის ევროპაში, შავი ზღვის გავლით ტრანზიტისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლიდან უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები იყენებენ ნარკოტიკებით ვაჭრობის ახალ მარშრუტებს საქართველოს გავლით ოპიოიდების და სინთეზური ნარკოტიკების გადასაზიდად ევროპიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: https://www.state.gov/wp-content/uploads/2025/01/2024-INCSR-Vol-1-Drug-and-Chemical-Control-Accessible-Version.pdf

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო