მარკო რუბიო - იოჰანესბურგში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დავესწრები - სამხრეთ აფრიკა ცუდ საქმეებს აკეთებს

მარკო რუბიო სამხრეთ აფრიკაში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„იოჰანესბურგში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დავესწრები. სამხრეთ აფრიკა ცუდ საქმეებს აკეთებს. კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას ახდენს. „დიდი ოცეულის“ სამიტს „სოლიდარობის, თანასწორობისა და მდგრადობის“ ხელშეწყობისთვის იყენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა (DEI) და კლიმატის ცვლილება. ჩემი საქმე ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის ხელის შეწყობაა და არა გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვა ან ანტიამერიკანიზმის წახალისება“, -წერს მარკო რუბიო.

„დიდი ოცეულის“ სამიტი სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში 20-21 თებერვალს გაიმართება.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ აფრიკას საგარეო პროგრამების დაფინანსება შეუჩერა და განაცხადა, რომ „სამხრეთ აფრიკა მიწების კონფისკაციას ახდენს და ხალხის ზოგიერთ კლასს ძალიან ცუდად ეპყრობა“. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკას „საკუთრების უფლების რასისტული კანონები“ აქვს.

დონალდ ტრამპის განცხადებას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა გამოეხმაურა. რამაფოსას თქმით, „სამხრეთ აფრიკა მიწების კონფისკაციას არ ახდენს და მიწებზე საზოგადოების თანასწორუფლებიან წვდომას უზრუნველყოფს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს