აქციაზე დაკავებული რევაზ კიკნაძე მოსამართლეს - „ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო - ზოგადად, ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება - მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა!

„ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად, ასეა - ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება… “ცეცხლი ოლიგარქიას”, “რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო”- ილია ჭავჭავაძე. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა,- ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილს.

რევაზ კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მან სხდომაზე სიტყვით ისარგებლა, თუმცა სიტყვით გამოსვლა მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა არაერთხელ შეაწყვეტინა.

„სანამ აქ შემოვიდოდი, წიგნი უნდა წამომეღო მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი”. რატომღაც არ შემომატანინეს და თქვენი აზრით, რატომ არ შემომატანინეს?! ყველა წიგნის უკანა გვერდზე წერია განმარტება და ამ წიგნის უკანა გვერდზე განმარტებაშიც ნახსენებია სიტყვა “დიქტატორი”.

„ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად, ასეა- ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება… „ცეცხლი ოლიგარქიას”, “რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო” - ილია ჭავჭავაძე. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა. ქართველი რუსს ყოველთვის სისხლის ბოლომდე… ყოველთვის ასე იქნება”,- განაცხადა რევაზ კიკნაძემ.

ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მანამდე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ბრალდებულს მოუწოდა, რომ საქმის გარემოებებზე ესაუბრა, ასევე, მიუთითა, რომ სასამართლოში იმყოფება და შესაბამისი ეტაპების დაცვა მოეთხოვება.

„შეწყვიტეთ, ბატონო რევაზ! არ გესმით? საქმის გარემოებებზე ისაუბრეთ!” - მიმართა ცაგარეიშვილმა ბრალდებულს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის