Reuters - ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს გეგმის მომზადება დაავალა, რომელიც ღაზას მოსახლეობას სექტორის ნებაყოფლობით დატოვების საშუალებას მისცემს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს გეგმის მომზადება დაავალა, რომელიც ღაზას მოსახლეობას სექტორის ნებაყოფლობით დატოვების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გეგმას მივესალმები. ღაზას მოსახლეობას წასვლისა და ემიგრირების თავისუფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული“, - აცხადებს ისრაელ კაცი.

მისი თქმით, „ჰამასს“ ღაზის სექტორის მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი და მათ ღაზას დატოვების უფლებას არ აძლევს.

კაცმა აღნიშნა, რომ პალესტინელები იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგებოდნენ.

„ისეთი ქვეყნები, როგორიც ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სხვებია, რომლებიც ღაზაში მოქმედებების გამო ისრაელს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ, კანონით ვალდებულები არიან, რომ ღაზის მოსახლეობა მათ ტერიტორიაზე დაუშვან“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია