კახა კალაძე - ზუსტად ისეთივე კანონს მივიღებთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს - ხომ არ შეიძლება ვინმემ თქვას „ფარაზე“, რომ ცუდია? - ვიმოქმედებთ ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია

გადაწყვეტილება მივიღეთ, ზუსტად ისეთივე კანონი მივიღოთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის მედიასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, უცხოური დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, სახელმწიფო გადატრიალებისკენ იყო მიმართული.

„ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, ძირითადად, პოლარიზაციისკენ, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისკენ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობებისკენ იყო მიმართული. როცა ამაზე ვსაუბრობდით, გარკვეული ადამიანების ჯგუფებს ეს არ სჯეროდათ, დაგვცინოდნენ კიდეც, თუმცა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა USAID-თან დაკავშირებით, რომ ის კრიმინალური ორგანიზაციაა, ზუსტად ამ სიტყვებით, ციტირებას ვახორციელებ, მე მგონი, ყველაფერი ცხადი გახდა, თუ საიდან შემოედინებოდა ეს თანხები, ვინ იდგა იმ რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალებების უკან, შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ, ზუსტად ისეთივე კანონი მივიღოთ, როგორიც მუშაობს და ფუნქციონირებს დღეის მდგომარეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქნება კოპირება, ასლი, რომ რამე კითხვები არ გამოიწვიოს...

რაც შეეხება მედიის მუშაობის სტანდარტთან დაკავშირებით განსახორციელებელ ცვლილებას, ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი. დღეს, ხომ არ შეიძლება ვინმემ თქვას, „ფარაზე“, ასევე ბრიტანულ სტანდარტზე, რომ ცუდია, ან დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება. ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამ განვითარებულ ქვეყნებშია“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის