ირაკლი კობახიძე - საუკეთესო საშუალებაა, ამერიკული FARA-ს კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის - არავის უნდა ჰქონდეს უფლება, „ენჯეოების“ უცხოური დაფინანსებით სცადოს ხელისუფლების ცვლილება

„ენჯეოები“ არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ბევრი მათგანი თავს იკავებდა რეგისტრაციისგან - შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია „ენჯეობის“ გამჭვირვალობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, „საუკეთესო საშუალებაა ამერიკული FARA-ს კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის“.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაზეც ახლა ღიად ალაპარაკდა აშშ-ის ახალი ხელისუფლება. პირდაპირი აღიარებაა იმის, რომ უცხოური დაფინანსება, კერძოდ ამერიკული დაფინანსება, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციისა და არეულობის მოსაწყობად გამოიყენებოდა. უცხოეთიდან დაფინანსებული „ენეჯოები“ ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია „ენჯეობის“ გამჭვირვალობასთან.

ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საშუალებაა ამერიკული FARA-ს კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, დისკუსიების საგანი. რა თქმა უნდა, „ენჯეოები“ არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც. ძალიან ბევრი „ენჯეო“, მათ შორის ძალიან მდიდრები, თავს იკავებდნენ რეგისტრაციისგან და ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზეზი. კერძოდ, ის, რომ მათ არ სურდათ საკუთარი რევოლუციური პროექტების წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა. ეს არის სუვერენიტეტის დაცვა. არავის უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ „ენჯეოების“ უცხოური დაფინანსებით სცადოს ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამას ემსახურება ამერიკული FARA-ს ანალოგიური კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს