ირაკლი კობახიძე - იყო მძიმე ფაქტები, როცა კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ უხეშად ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში - ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მიერ ექსკლუზიურად, ეროვნული ინტერესების შესაბამისად

იყო ძალიან მძიმე პროცესები, ძალიან მძიმე ფაქტები, კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც, მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდული უცხოელი დიპლომატები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი „დიფ სთეითის“ საქმიანობის შედეგია.

„არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან „დიფ სთეითის“ ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში. კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები აღსრულდება საქართველოს მთავრობაში. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს