სემეკი - „ვარკეთილაირის“ აბონენტებს „თბილისი ენერჯი“ ემსახურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ვარკეთილაირის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შესახებ იმსჯელა.

სემეკის ინფორმაციით, აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილის შეძენა და მთლიანი აქტივის - გაზგამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადატანა.

შპს „ვარკეთილაირის“ 18 200 აბონენტს შპს „თბილისი ენერჯი“ უწევს მომსახურებას. აღნიშნულ აბონენტებზე ვრცელდება შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი ტარიფები (53,971 თეთრი/კუბ.მ) ნაცვლად შპს „ვარკეთილაირისთვის“ დადგენილი ტარიფისა (57,061 თეთრი/კუბ.მ).

შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებდა ვარკეთილისა და პატარა ლილოს დასახლებებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება