ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა, ოთხ მილიონ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას - არ შეიძლება ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ

არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა, ოთხ მილიონ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას - არ შეიძლება ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სისხლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება.

„არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა, ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი. არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება ოთხი მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სისხლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ემსახურება, სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. ეს არის პოლიციის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერავინ აღმართავს ხელს ქართულ სახელმწიფოზე და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს, ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. არ შეიძლება ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებსა და ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს