მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული - პოლიციელმა ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა - პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას მედავებიან მაშინ, როცა აქციას ტროტუარზე ვმართავდით

პოლიციელმა ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა. მკითხა, რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულმა, სტუდენტმა ნუგზარ გოგბერაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე მედიასთან აღნიშნა, 4 თებერვალს, პარლამენტთან, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

„აქციაზე აბსოლუტურად მშვიდობიანად ვიმყოფებოდი. აქციაზე მყოფთა უმეტესობას ჟურნალისტები წარმოადგენდნენ და დაახლოებით 20-მდე ვიყავით სამოქალაქო პირი. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოგვიწოდა გადავსულიყავით სავალი ნაწილიდან, გადავედით. ამის შემდეგ უკვე ტროტუარზე ვართ და პოლიციამ შექმნა ალყა. ორივე მხრიდან, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ჭყლეტა იყო და ამ დროს ნიღბიანი პირი შემოდის და მიტაცებს. ამტკიცებენ, რომ მე არ ვიმყოფებოდი ტროტუარზე და რომ გადაადგილება შემეძლო იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მიმითითებდნენ. ეს შეუძლებელი იყო, ყველა კადრში ჩანს, რომ ჭყლეტა იყო გადაადგილება არ შემეძლო. აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ტროტუარზე. პოლიციის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ცინიკური დამოკიდებულება, არაკორექტული საუბარი არა უშუალოდ დამკავებლისგან, არამედ სხვა პოლიციელების მხრიდან, მათგან იყო ასეთი შეძახილები. მათ ნიღაბი არ ეკეთათ. ამის შემდგომ გადამიყვანეს თეთრ ავტობუსში, იქაც იყო მცირედი სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ქუდი მესროლა, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა დამკავებელმა. ჩემი ქუდი იყო, რომელიც მესროლა. ანუ ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა. მკითხა, რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე.

სხვა დაკავებულების მიმართ, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ასეთი ნამდვილად არ ყოფილა“, - განაცხადა ნუგზარ გოგბერაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება