პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა.

პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე წარადგინა.

ოთხივე კანდიდატურა უმრავლესობის მხარდაჭერით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.

„წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, ექს-პრეზიდენტის საბოტაჟის გამო ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას ვერ ვახდენდით. ეროვნული ბანკის საბჭოს 9-ის ნაცვლად, 5 წევრით საქმიანობა უწევდა.

მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება შევძელით. ეროვნული ბანკი საქმიანობას სრული შემადგენლობით გააგრძელებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს