სავაჭრო პალატა ქალი მეწარმეების ბიზნესის ციფრული უნარების განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს

საქართველოს სავაჭრო პალატა, კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების CFLI-სთან თანამშრომლობით, აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ ფარგლებში მათ გადამზადებას.

ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, თბილისში ბიზნესის მფლობელმა ქალმა მეწარმეებმა ექსპერტების დახმარებით მიიღეს ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ მათ ბიზნესის გაციფრულებასა და განვითარებაში.

„ტრენინგების პარალელურად, ჩატარდება მასტერკლასები, სადაც ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს გაუზიარებენ.

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეები უკვე გადამზადდნენ ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. პროექტი მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ბრენდინგი, მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი და ა.შ. პროექტის ფარგლებში შერჩეული იყო ბიზნესის მფლობელი 100-მდე ქალი მეწარმე. პალატის ამოცანაა, გააციფრულოს მეწარმეების ბიზნესები, რათა უფრო მორგებულები იყვნენ თანამედროვე გამოწვევებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს