მარკო რუბიო - ღაზას მოსახლეობის გადაადგილება დროებითი იქნება

­

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება ღაზას სექტორიდან მოსახლეობის განსახლების შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის წინადადება „ძალიან დიდსულოვანი“ შეთავაზებაა ღაზას სექტორის ნამსხვრევებისგან გათავისუფლებისა და ანკლავის რეკონსტრუქციაში დახმარების გაწევის მიზნით.

„ცხადია, რეკონსტრუქციის პერიოდში ხალხს, დროებით, სხვაგან ცხოვრება მოუწევს“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამჟამად ღაზას სექტორი ადამიანების საცხოვრებლად არახელსაყრელია და იმის შეთავაზება, რომ ადამიანებმა ასეთ მძიმე პირობებში იცხოვრონ, ბოროტება იქნება.

„პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, რომ ისინი, დროებით, ღაზადან უნდა გადასახლდნენ“, - აღნიშნა - კაროლინ ლევიტმა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს, მის რეკონსტრუქციას განახორციელებს, პალესტინელებს კი შეუძლიათ იცხოვრონ სხვაგან მშვიდობიანად და ჰარმონიულად.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე