ლევან მაჭავარიანი - თუ გახარიას გუნდი არ მიიღებს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას, ავტომატურად შეუწყდებათ მანდატები, თუ არ ვცდები, მაისამდე არის ვადა - რა დავალება წამოვა, იმის მიხედვით იმოქმედებენ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდს, სავარაუდოდ, მაისამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მანდატები ავტომატურად შეუწყდებათ.

მისივე თქმით, თუ იქამდე ისინი განცხადებას შეიტანენ პარლამენტში მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა “მყისიერად დაუკმაყოფილებს.”

"გუშინ ვიხილეთ “ქარდების” კამპანია გახარიას გუნდის წევრების მხრიდან. სერიოზული ბულინგი წავიდა კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობიდან”. ეს "ქარდები" მათ აიღეს. როგორ შეთანხმდებიან, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. უფრო სწორედ, რა დავალება წამოვა, იმის მიხედვით იმოქმედებენ. ბატონ გახარიას, თუ არ ვცდები, მაისამდე არის ის ვადა, როდესაც თუ ისინი არ მიიღებენ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას ავტომატურად შეუწყდებათ მანდატები. ან თავისი პირადი განცხადებები უნდა შემოიტანონ, რასაც მყისიერად დავუკმაყოფილებთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ძალიან საინტერესო იყო “ქარდები”, როდესაც ბატონმა გახარიამ “ნაცებად” მოიხსენია “ქართული ოცნება”, ღიმილის მომგვრელია. შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბატონ გიორგი გახარიას აქვს კოალიცია გაფორმებული 4 მუნიციპალიტეტში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და ეს ნურავის ნუ დაავიწყდება.

ჩემი პირადი ვარაუდია, რომ ამ “ბანერებით” იგი ცდილობდა თითქოს გამიჯვნოდა ნაციონალურ მოძრაობას. მისი მხრიდან ეს ნაბიჯი იყო ალბათ, შემდეგ ძალიან დაბულინგდა, შეიძლება მათი საერთო გარე უფროსებისგანაც ამის გამო საყვედური მიიღო და ფაქტია, მოუწია ამ ბანერების აღება”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება