ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ივნისიდან ლიონის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 3 ივნისიდან დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.

გადაწყვეტილება ამის შესახებ, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

„ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ. ლიონი, იქნება საფრანგეთის მესამე ქალაქი, პარიზის და ნიცას შემდეგ, რომელიც საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის ოლიმპიკში მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ბილეთების შეძენა ლიონის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com უკვე შესაძლებელია.

ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს. აპრილიდან კი ფრენებს კვლავ განაახლებს მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო