დონალდ ტრამპი - ბრძოლის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს აშშ-ს გადასცემს

ბრძოლის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს აშშ-ს გადასცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„პალესტინელები, ჩაკ შუმერის მსგავსი ხალხი, რეგიონში უფრო უსაფრთხო და ლამაზ დასახლებებში, ახალი და თანამედროვე სახლებით, იქნებიან გადასახლებულები. მათ შანსი ექნებათ ბედნიერები, საფრთხისგან დაცულები და თავისუფლები იყვნენ“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, ღაზაში ამერიკელი ჯარისკაცების განთავსება საჭირო არ იქნება.

„აშშ, მთელი მსოფლიოდან განვითარების სპეციალისტების შესანიშნავ გუნდებთან იმუშავებს, ნელა და ფრთხილად დაიწყებს იმის მშენებლობას, რაც დედამიწაზე ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი პროექტი გახდება. ამერიკელი ჯარისკაცები საჭირო არ იქნება. რეგიონში სტაბილურობა დამყარდება!“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს