გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის

მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის, დუშეთის, მცხეთისა, ყაზბეგის რაიონის სოფლებს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - წითელსოფელი, ნაოზა, ბულაჩაური, ჭოპორტი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, ხოდაბუნების ტერიტორიასა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაიას, იაკობ რაინეგსის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში - ყანობი, კობი, ალმასიანი, გიმარა და მიმდებარე სოფლებში; 13:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხათგვერდი, ზაჰესი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება