ბექა ლილუაშვილი  - „ქართული ოცნების“ მმართველობა იქცა სრულად რეპრესიულ, პოლიციურ რეჟიმად, რომელიც ავტორიტარიზმის ყველა თვისებას ატარებს - ეს აღარ არის დემოკრატია, ეს არის „ოცნება", რომელიც საბოლოოდ „განაცდა“

"ოცნებას" სურს, რომ ყველამ შიშით იცხოვროს, რომ კრიტიკული განცხადება, პროტესტში მონაწილეობა ან უბრალოდ საკუთარი აზრის გამოთქმა გახდეს სასჯელის საფუძველი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბექა ლილუაშვილის თქმით, „ოცნება" იქცა იმ ძალადობრივ სისტემად, რომლის შეცვლასაც 2012 წელს თავად გვპირდებოდა.

„2012 წელს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ დასრულდებოდა რეპრესიები, ქვეყანაში სამართლიანობა და თავისუფლება გაიმარჯვებდა. დღეს კი, 2025 წლისთვის, მათი მმართველობა იქცა სრულად რეპრესიულ, პოლიციურ რეჟიმად, რომელიც ავტორიტარიზმის ყველა თვისებას ატარებს.

თუ წინა ხელისუფლებას მძიმე კრიტიკა ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, დღეს „ოცნება" ამ პროცესში იქცა იმ ძალადობრივ სისტემად, რომლის შეცვლასაც თავად გვპირდებოდა.

ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ოცნება გეგმავს, სხვა არაფერია თუ არა რეპრესიული ბერკეტების დაკანონება, პირდაპირი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე, კრიტიკულ აზრზე და მშვიდობიან პროტესტზე.

ხელისუფლებას სურს, რომ ყველამ შიშით იცხოვროს, რომ კრიტიკული განცხადება, პროტესტში მონაწილეობა ან უბრალოდ საკუთარი აზრის გამოთქმა გახდეს სასჯელის საფუძველი.

მთავარი მექანიზმი, რომელიც ავტორიტარული რეჟიმების მიერ გამოიყენება, ხალხში შიშისა და უსუსურობის განცდის შექმნაა – სწორედ ამას ემსახურება „ქართული ოცნების" ბოლო გადაწყვეტილებები.

ეს არის ავტორიტარიზმი – რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით, ძალადობრივი მექანიზმებით, შიშის ჩანერგვითა და პროტესტის ჩახშობით. ეს აღარ არის დემოკრატია. ეს არის „ოცნება", რომელიც საბოლოოდ განაცდა!”, - წერს ბექა ლილუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს