აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს

აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

სანქციების ქვეშ მოყვა საერთაშორისო ქსელი, რომელიც “ხელს უწყობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნედლი ნავთობის მილიონობით ბარელის გადაზიდვას”.

ირანიდან ჩინეთში ნავთობის გადაზიდვა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და მისი ფიქტიური კომპანია Sepehr Energy-ის დავალებით ხორციელდებოდა. აღნიშნული სასანქციო ქმედება რამდენიმე იურისდიქციაში მყოფ კომპანიებსა და ინდივიდებს ეხება, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისევე როგორც რამდენიმე გემს.

განცხადების თანახმად, ირანი ყოველწლიურად ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარის ეკვივალენტს იმუშავებს, რასაც შემდგომ რეგიონში სადესტაბილიზაციო აქტივობების დასაფინანსებლად და რამდენიმე რეგიონული ტერორისტული ჯგუფის მხარდასაჭერად იყენებს, როგორებიცაა „ჰამასი“, „ჰუსიტები“ და „ჰეზბოლა“.

“ირანული რეჟიმი ფოკუსირებული რჩება მისი ნავთობის შემოსავლები გამოიყენოს ატომური პროგრამის დასაფინანსებლად, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საწარმოებლად, და მისი რეგიონული ტერორისტული მარიონეტული ჯგუფის მხარდასაჭერად. შეერთებული შტატები მზად არის აგრესიულად სამიზნეში ამოიღოს ირანის ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს ამ მავნე აქტივობებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა”, - განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს