პაატა დავითაია - იმ კრიზისში, რაც ქვეყანაშია, რეაგირების გარეშე რჩება აფხაზეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კრემლი ღიად არის ჩართული

იმ პოლიტიკური კრიზისის და დაძაბულობის ფონზე, რაც არის შექმნილი ქვეყანაში, ყურადღების მიღმა რჩება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი უკვე ღიად არის ჩართული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ტარდება აფხაზეთში, რაზეც ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური პირებისგან რეაგირება არ ისმის - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც “ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ აღნიშნა, რუსეთი აგრძელებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს და უკვე ღიად ჩაერთო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება აფხაზეთში.

„ამაზე მეტყველებს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი გუნბას ვიზიტი მოსკოვში და მისი შეხვედრები სერგეი ლავროვთან და ტრანსპორტის მინისტრთან რომან სტაროვოიტთან.

ამ შეხვედრებამდე ცოტა ხნით ადრე სოხუმში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც გავლენიანი ჩინოვნიკია კრემლში და ახალ კურატორად ითვლება აფხაზეთში. ის კარგად იცნობს აფხაზეთს, რადგან მე-7 კლასამდე სწავლობდა და ცხოვრობდა აფხაზეთში. კირიენკომ დაათვალიერა სოხუმის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ხორციელდება სწრაფ რეჟიმში, რადგან მისი გახსნა დაგეგმილია 1-ელი მაისისთვის. რუსები მორიგ ჯერზე დაჰპირდნენ აფხაზებს, რომ ისინი გააღრმავებენ მათთან თანამშრომლობას ეკონომიკური, სოციალური, ტურისტული და სხვა მიმართულებებით.

მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ასევე „ქართულ ოცნებას“, აუცილებელია რეაგირება იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს აფხაზეთში, რომლის საბოლოო მიზანი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაა.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატები“ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მუდმივად კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საერთაშორისო არენაზე წარმოჩინდეს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის პროცესი“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება