დონალდ ტრამპი - ვამაყობ, რომ ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ქალთა სპორტი გადაარჩინა, მამაკაცებს არასოდეს უნდა მიეცათ უფლება, შეეჯიბრონ ქალებს

ამაღელვებელი სიახლე! ჩემი აღმასრულებელი ბრძანების გამო, რომელსაც გუშინ ამაყად მოვაწერე ხელი, NCAA-მა [ეროვნული საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაცია] ოფიციალურად შეცვალა თავისი პოლიტიკა მამაკაცების ქალთა სპორტში დაშვების შესახებ - ის ახლა აკრძალულია! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მამაკაცებს არასოდეს უნდა მიეცათ უფლება, შეეჯიბრონ ქალებს.

„შესანიშნავი დღეა ქალებისა და გოგონებისთვის მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. პირველ რიგში, მამაკაცებს არასოდეს უნდა მიეცათ უფლება, შეეჯიბრონ ქალებს, მაგრამ მე ვამაყობ, რომ ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ქალთა სპორტი გადაარჩინა. ველით, რომ ოლიმპიური კომიტეტი ასევე გამოიჩენს საღ აზრს და განახორციელებს ამ პოლიტიკას, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკელ ხალხში და მთელ მსოფლიოში!“ - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს სპორტის ქალთა კატეგორიებში მონაწილეობას უკრძალავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს