თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ალექსი პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ალექსი პეტრიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრს 17 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებიან.

თავად პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ კანონი არ დაურღვევია.

„მოლოდინი როგორიც მაქვს, გასაგებია. როგორი განაჩენიც ყველას მიმართ დგება, ისეთი იქნება ჩემს მიმართაც, შეიძლება უფრო მკაცრიც. პოლიცია თვითონ მონაწილეობდა ქუჩის გადაკეტვაში, ქუჩაში ვიდექი, როცა უკვე გადაკეტილი იყო, მაშინ მივედი. შესაბამისად, ჩემთან არავინ მოსულა გასაფრთხილებლად, რომ გამზირი დამეტოვებინა, რადგან საკმარისზე მეტი ხალხი იყო გზის გადასაკეტად და პროტესტის გამოსახატად“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს