Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან მხოლოდ 294-ის დატოვებას გეგმავს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან 300-ზე ნაკლები დატოვოს, - ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, სამუშაო ადგილი მხოლოდ 294 თანამშრომელს შეუნარჩუნდება, მათ შორის, მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს - აზიის ბიუროში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ს დანაშაულებრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ტრამპის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ აპირებს USAID-ის პირდაპირ დაქირავებული თანამშრომლების შვებულებაში გაშვებას და საზღვარგარეთ მომუშავე ათასობით თანამშრომლის გაწვევას. ადმინისტრაცია USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან გაერთიანებას გეგმავს. ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიშნა. კონგრესის კვლევის სამსახურის (CRS) თანახმად, USAID-მა მთელ მსოფლიოში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა, მათი ორი მესამედი - შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს