საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა ფრაგმენტები ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, ასევე, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების, პოეტების, დრამატურგების, პუბლიცისტებისა და ფილოსოფოსების ცნობილი ტექსტებიდან დედანსა და თარგმანში საჯაროდ წაიკითხეს, გარდა ამისა, შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებებიდან ამონარიდები შესთავაზეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მიწვეულმა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრმა, მწერალმა და მთარგმნელმა ნანა შალამბერიძემ თავისი შემოქმედება გააცნო, ასევე, საკუთარი ნაწარმოებებიდან და თარგმანებიდან ნაწყვეტები წაიკითხა.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება, ღონისძიებაში კი, პედაგოგებთან ერთად, სტუდენტებიც ენთუზიაზმით ერთვებიან.

„ამ თარიღისადმი მიძღვნილ კვირეულში, ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნის 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელსაც შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას, რითაც მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პროცესით ჩვენი ახალგაზრდების დაინტერესებაა იმდენად, რომ თვითონაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. მნიშვნელოვანია ისიც, ამით გვიძლიერდება ურთიერთმოტივაცია, რათა სწორედ დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის, სწრაფად ცვლადი ინოვაციების, გაჯეტების, სოციალური ქსელების საუკუნეში შევიყვაროთ კითხვა, ერთმანეთს გავუზიაროთ განუმეორებელი შთაბეჭდილებები, გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს, თამამად გადმოიტანონ თავიანთი ნააზრევი ფურცელზე, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი, ახალბედა ავტორები და წავახალისოთ მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები“, - აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, თითოეულმა მონაწილემ ფრაგმენტი ერთი კონკრეტული ავტორის კონკრეტული წიგნიდან წაიკითხა. გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა ფრაგმენტები ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, ასევე, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების, პოეტების, დრამატურგების, პუბლიცისტებისა და ფილოსოფოსების ცნობილი ტექსტებიდან დედანსა და თარგმანში საჯაროდ წაიკითხეს, გარდა ამისა, შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებებიდან ამონარიდები შესთავაზეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მიწვეულმა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრმა, მწერალმა და მთარგმნელმა ნანა შალამბერიძემ თავისი შემოქმედება გააცნო, ასევე, საკუთარი ნაწარმოებებიდან და თარგმანებიდან ნაწყვეტები წაიკითხა.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება, ღონისძიებაში კი, პედაგოგებთან ერთად, სტუდენტებიც ენთუზიაზმით ერთვებიან.

„ამ თარიღისადმი მიძღვნილ კვირეულში, ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნის 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელსაც შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას, რითაც მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პროცესით ჩვენი ახალგაზრდების დაინტერესებაა იმდენად, რომ თვითონაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. მნიშვნელოვანია ისიც, ამით გვიძლიერდება ურთიერთმოტივაცია, რათა სწორედ დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის, სწრაფად ცვლადი ინოვაციების, გაჯეტების, სოციალური ქსელების საუკუნეში შევიყვაროთ კითხვა, ერთმანეთს გავუზიაროთ განუმეორებელი შთაბეჭდილებები, გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს, თამამად გადმოიტანონ თავიანთი ნააზრევი ფურცელზე, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი, ახალბედა ავტორები და წავახალისოთ მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები“, - აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, თითოეულმა მონაწილემ ფრაგმენტი ერთი კონკრეტული ავტორის კონკრეტული წიგნიდან წაიკითხა. გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა