ლევან მახაშვილი - ვცდილობთ ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც აგვარიდებს ახალ-ახალ პრობლემებს - ზოგადად, ყველა კანონი რეპრესიულია, რადგან ადამიანები გარკვეული ტიპის დანაშაულების ჩადენისგან შეაკავოს
  1. ­ვცდილობთ, რომ ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც აგვარიდებს ახალ-ახალ პრობლემებს - კანონმდებლობის მთავარი არსი არის ის, რომ მოხდეს დანაშაულების პრევენცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კანონმდებლობას აქვს ერთი მიზანი, რომ თავიდან ავირიდოთ საზოგადოებრივი დაპირისპირებები, უწესრიგობა და სხვა.

„საქართველოს პარლამენტი და ზოგადად, პარლამენტები არსებობს იმისთვის, რომ ადევნოს თვალი საზოგადოებრივ ცვლილებებს, რა პრობლემების წინაშე დგება საზოგადოება, მუდმივ რეჟიმში იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე და ადაპტირდეს იმ გამომწვევებთან, რაც საზოგადოებაში არსებობს. ლოგიკურია, საქართველოს პარლამენტიც ამ ლოგიკით მუშაობს. ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც ჩვენს საზოგადოებაშია. ვცდილობთ, რომ ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც აგვარიდებს ახალ-ახალ პრობლემებს. ეს კანონმდებლობაც გათვლილია იმაზე, რომ ყოველგვარი ძალადობის პრევენცია მოხდეს. საერთო ჯამში ძალადობის 100% პრევენცია, რა თქმა უნდა, ვერცერთ საზოგადოებაში ვერ ხდება. კანონმდებლობის მთავარი არსი არის ის, რომ მოხდეს დანაშაულების პრევენცია. თავისი არსით, ზოგადად, კანონები არის რეპრესიული - ლოგიკურია, რადგან შეაკავოს ადამიანები გარკვეული ტიპის დანაშაულების ჩადენისგან. ამიტომ, რეპრესიული - არ არის რეპრესიული, ამაზე ცოტა დემაგოგიურია საუბარი. ძალიან მარტივი მიზანი აქვს ყველა კანონმდებლობას - რომ თავიდან ავირიდოთ საზოგადოებრივი დაპირისპირებები, უწესრიგობა და ა.შ.“ - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება