თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი კრიტიკული აზრის ჩახშობას ვერ შეძლებს - „მედიის კანონი“ მომავალი დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში გაუქმდება

ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, არანაირი ვალიდურობა და ლეგიტიმაცია არ ექნება - საქართველოს მოქალაქეები, ქართული მედია, დამოუკიდებელი არხები და პოლიტიკური ძალები გაცილებით უფრო მედეგი, ძლიერი რეზისტენტული და ბრძოლისუნარიანი იქნება, ვიდრე ივანიშვილს ოდესმე წარმოედგინა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ „მედიის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, „მომავალი დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში“ აღნიშნული ცვლილებები გაუქმდება.

„ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, არანაირი ვალიდურობა და ლეგიტიმაცია არ ექნება. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ხდება ამ ცვლილებების მიღება, ამიტომ მომავალი დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ეს ცვლილებები გაუქმდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილმა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გაილაშქრა - გვახსოვს „რუსთავი 2“-ის ვითომ კერძო დავა, რომელიც მიზნად ამ არხის სამთავრობო პროპაგანდისტულ არხად ქცევას ისახავდა მიზნად. ახლა ივანიშვილი კანონმდებლობით ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული აზრი საქართველოში, ის ამას ვერ შეძლებს. საქართველოს მოქალაქეები, ქართული მედია, დამოუკიდებელი არხები და პოლიტიკური ძალები გაცილებით უფრო მედეგი, ძლიერი რეზისტენტული და ბრძოლისუნარიანი იქნება, ვიდრე ივანიშვილს ოდესმე წარმოედგინა”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასვე, თინა ბოკუჩავა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმესაც გამოეხმაურა, რომელიც 27-ე დღეა შიმშილობს.

თინა ბოკუჩავას შეფასებით, მზია ამაღლობელმა თავისუფალი სიტყვითა და გამბედაობით ბიძინა ივანიშვილის რუსული სახე და დიქტატურა ამხილა.

„მზია ამაღლობელმა ნამდვილად გმირობის მაგალითი გვაჩვენა, თუ როგორ შეუძლია ერთ ქალს, ჟურნალისტს, თავისუფალი სიტყვით და ამხელა გამბედაობით ივანიშვილის რეჟიმის რუსული სახე ამხილოს, როგორც დიქტატურა, რომელიც მართალ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ებრძვის. მე ვუერთდები მთელი საზოგადოების კონსოლიდირებულ მოთხოვნას მზია ამაღლობელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, მალე გათავისუფლება და ყოველთვის ამაყად იტყვის, რომ მან უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი დაკავების მომენტიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-27 დღეა. ამაღლობელი ამ დროისთვის კლინიკა “ვივამედშია“ მოთავსებული.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა