აიათოლა ალი ხამენეი - თუ აშშ დაგვემუქრება, ჩვენც დავემუქრებით, თუ თავს დაესხმებიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენც უყოყმანოდ დავესხმებით თავს

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თუ შეერთებული შტატები მის ქვეყანას დაემუქრება, ან განახორციელებს მოქმედებებს მის წინააღმდეგ, ირანი საპასუხოდ იმოქმედებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

„თუ ისინი დაგვემუქრებიან, ჩვენც დავემუქრებით. თუ ისინი განახორციელებენ ამ მუქარას, ჩვენც განვახორციელებთ ჩვენს მუქარას. თუ ისინი თავს დაესხმებიან ჩვენი ერის უსაფრთხოებას, ჩვენც უყოყმანოდ დავესხმებით თავს მათ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხამენეიმ არმიის მეთაურებთან შეხვედრისას.

ამასთან, მისი მტკიცებით, ირანმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება არაგონივრულია.

„ამერიკასთან მოლაპარაკება პრობლემას არ გადაჭრის. მტკიცებულება? - წარსული გამოცდილება!“ - აღნიშნა ხამენეიმ.

ამ კონტექსტში მან შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნების მთავრობებთან 2010-იან წლებში გამართული მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმება გაიხსენა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა.

„ასეთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არ შეიძლება, მასთან მოლაპარაკება არის არაგონივრული, არა ჭკვიანური“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება