მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას Associated Press-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი.

ერმაკის თქმით, უკრაინის დელეგაცია წარადგენს ქვეყნის პოზიციას ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ომის დასრულებასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, მაგრამ აუცილებელია ერთად ვიყოთ, არ მივცეთ რუსეთს მსოფლიოს გაყოფის, პარტნიორების გაყოფის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ მიუნხენის შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის აღკვეთა.

ამასთან, ერმაკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი თებერვლის ბოლოს უკრაინას ეწვევა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია