სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - ვგმობთ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემულ  ბრძანებას, რომლის მიზანი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო მუშაობისთვის ზიანის მიყენებაა - გავაგრძელებთ მუშაობას სამართლიანობისთვის

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას ეხმაურება, რომელიც მისი თანამშრომლებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და აცხადებს, რომ სამართლიანობის უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს.

სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მტკიცედ დგას მისი თანამშრომლების გვერდით და რომ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ზიანს აყენებს მის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მუშაობას.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის მიერ აღმასრულებელი ბრძანების გამოცემას, რომლის მიზანი მისი ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესება და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო მუშაობისთვის ზიანის მიყენებაა. სასამართლო მტკიცედ დგას თავისი პერსონალის გვერდით და პირობას დებს, რომ გააგრძელებს სამართლიანობისა და იმედის მიცემას სისასტიკის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლისთვის მთელ მსოფლიოში, მის წინაშე არსებულ ყველა სიტუაციაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირების შესახებ. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომლის სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელია. ბრძანების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის