ბექა ლილუაშვილი - „ოცნება“ „განაცდა“, ცვლილებების მიზანი არის საზოგადოების დაშინება და ტერორის შექმნა, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზროვნება, გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტები

„ოცნება“ „განაცდა“, ცვლილებების მიზანი არის საზოგადოების დაშინება და ტერორის შექმნა, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზროვნება, სიტყვა, გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტები, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხშირად კანონისა და კონსტიტუციის დარღვევით კანონების სწრაფად დამტკიცებას ცდილობს, რომ შემდგომ ამ კანონებით „ხალხზე იძალადონ“.

„ქართული ოცნება“ პირდაპირ გადადის ზეწოლის, საკანონმდებლო დონეზე - ავტოკრატიის გაფორმების გზაზე, იღებს იმაზე უფრო მძიმე კანონებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, „ოცნების რეჟიმის“ მხრიდან, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი შეტევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე დემოკრატიაზე.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები სხვა არაფერია, თუ არა ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმის ჩამოყალიბების მცდელობა. „ოცნება“ „განაცდა“. ცვლილებების მიზანი არის საზოგადოების დაშინება და ტერორის შექმნა, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზროვნება, სიტყვა, გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტები ისინი ცდილობენ, მათ შორის კანონის დარღვევით, რომ სწრაფად ეს ავტორიტარული ბერკეტები გაიფორმონ და შემდგომ ამ ძალით საზოგადოებაზე იძალადონ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ორი სასესიო დღის განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც, მკაცრდება შეკრება/მანიფესტაციის წესები, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, 3 წლამდე ვადით.

ასევე მკაცრდება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით გამოიწვევს.

ასევე ცვლილებების მიხედვით, იცვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც, რომელიც უკვე 15 დღიდან 60 დღემდე განისაზღვრა.

ცვლილებების თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა, რომელიც საჯარო სივრცეში ლანძღვა - გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას გულისხმობს ადმინისტრაციული სახდელიც იზრდება, რომელიც პირველ ეტაპზე 1000-ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს