GDI - ჯანო არჩაია პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

GDI-მ შეისწავლა ჯანო არჩაიას საქმე და მიიჩნევს, რომ ჯანო არჩაია პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ “საქართველოს დემკრატიული ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავეს და ორგანიზებულ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავებიან.

„GDI სწავლობს "ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს. საქმეების ანალიზი ხდება "პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.

პატიმართა საქმეებს ეტაპობრივად შევისწავლით და ჩვენს შეფასებებს გამოვაქვეყნებთ. ახლა კი, წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას ჯანო არჩაიას საქმეზე, 49 წლის დისტრიბუტორი, ტაქსის მძღოლი, რომელიც რეჟიმმა 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავა და ორგანიზებულ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავება. ჯანო, სხვა პატიმრებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელის სახით 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯანოს საქმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ, „b" და "e", კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, ჯანოს პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის რასაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.

ჯანო არჩაია პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი