რელიგიის სააგენტოს აზიზ ხუდაი ვაგფი ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე აზიზ ხუდაი ვაგფი ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: აზიზ ხუდაი ვაგფი ფონდის თავმჯდომარის მოადგილე აბდურრაჰმან თოფბაში, ფონდის ფინანსური განყოფილების უფროსი ალიჯან ფათლი, ფონდის ბაქოს ოფისის თავმჯდომარე აჰმედ თეჯიმი, ბაქოს ოფისის ფინანსური განყოფილების მმართველი სედაქ დემირი, საქართველოში ფონდის თავმჯდომარე მუსა გაჯიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

„ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს მოკლედ გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, შეეხო სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმთა თემისთვის გაწეულ დახმარებას, მათ შორის, მუსლიმი თემის ყოველწლიურ დაფინანსებას. ეს პროცესი 2014 წელს დაიწყო და დახმარების ოდენობა თითქმის, ყოველწლიურად იზრდება. თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფომ დაიწყო მეჩეთების გადაცემის ისტორიული პროცესი, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 250 მეჩეთია გადაცემული და ეს პროცესი გრძელდება.

საგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა, აგრეთვე, ქართული ისლამის უნიკალურ ფენომენზე, როცა მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ და მშვიდობიანად თანაარსებობენ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას და რელიგიის სააგენტო ამას ძალიან უფრთხილდება.

სტუმრები დაინტერესდნენ რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებით და გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი. მათ მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მიღებისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიებს შორის არსებული თანამშრომლობა სხვა ქვეყნებისთვისაც მაგალითი იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება