თბილისში ლოზუნგით - „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამ ლოზუნგით საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები მაუწყებელთან რამდენიმე დღეა პროტესტის ნიშნად იკრიბებიან, ისინი პირდაპირ ეთერსა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „ძირს რუსული რეჟიმი!..“

ამასთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერმა აქციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან გადმოინაცვლა. აქციას სხვა მომიტინგეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საპროტესტო მსვლელობას საკანონმდებლო ორგანოსთან ელოდებოდნენ. აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით სკანდირებენ: "თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს" "თავისუფლება მედიას!"

დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილში გამოხატავდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 72-ე დღეს აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება