მზია ამაღლობელის ადვოკატი - როგორ შეიძლება, ქვეყნის მმართველმა გააკეთოს განცხადება, კონკრეტული ბრალდების საქმეზე მზად ვარ, დავჯდე მოლაპარაკებებზეო - ეს არის ღია დეკლარირება, რომ საკითხები წყდება მასთან

როგორ შეიძლება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება, რომ კონკრეტული ბრალდების საქმეზე მზად ვარ, დავჯდე მოლაპარაკებებზეო - ეს არის ღია დეკლარირება, რომ საკითხები წყდება მასთან და მზია სწორედაც არის სხვა ნიშნით დაპატიმრებული, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ის მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თუნდაც მზია ამაღლობელის თემაზე.

როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი რამ, რაც კი შეიძლება თქვას ქვეყნის პირველმა პირმა.

„თავად ეს განცხადება აჩვენებს მთელი ჩვენი ყოფის და მართლმსაჯულების სისტემის სიმახინჯეს. როგორ შეიძლება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გინდა აღიარებული დაარქვი და გინდა არაღიარებული, ქვეყნის მმართველმა გააკეთოს განცხადება, რომ კონკრეტული ბრალდების საქმეზე მზად ვარ, მე დავჯდე მოლაპარაკებებზეო. ეს მოლაპარაკების თემაა თუ მართლმსაჯულების თემაა. როდის იყო, რომელ ოდნავი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაში, რომ ეს საკითხები წყდებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან აღმასრულებელი ხელისუფლების პირთან? აღარაფერს ვამბობ მის სხვა არაერთ განცხადებაზე, სადაც პირდაპირ ჩანს და პირდაპირი მოწოდებებია, რომ მკაცრად უნდა დაისაჯოს და რომ თურმე ეს სახელმწიფოზე თავდასხმაა და ა.შ.

ეს არის ღია დეკლარირება, რომ საკითხები წყდება მასთან. ეს არის ღია დეკლარირება იმისა, რომ მზია სწორედაც არის სხვა ნიშნით დაპატიმრებული, მასთან სალაპარაკო რა არის აბა, ამიხსენით. ის არის უკანონო პატიმარი. ამით რას ამბობს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ ეს საკითხები წყდება ჩვენთან და არა მართლმსაჯულებაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ასეა, მაგრამ ამის ასე დეკლარირება ნამეტანია. ეს ყველაზე აღმაშფოთებელი რამ არის, რაც შეიძლება თქვას ქვეყნის პირველმა პირმა. რა უნდა ილაპარაკონ მასთან, კანონიერია თუ უკანონო დაკავება, კვალიფიკაცია სწორია თუ არასწორი? თუ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, როგორც შესთავაზა? რა საკითხები უნდა გავიაროთ მასთან?“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ის მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თუნდაც მზია ამაღლობელის თემაზე.

"ჩვენ ყოველ ჯერზე, მუდმივად ვაფიქსირებთ მზადყოფნას დიალოგისთვის. ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა საჯაროდ თუ არასაჯაროდ, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, ხვალვე მზად ვარ, რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო