ევროპის საბჭო - ირაკლი კობახიძემ ალენ ბერსეს განუცხადა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" საქართველოს მთავრობას აღარ სურს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის უარზე შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 3 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.

აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 20 დეკემბერს ბერსეს თბილისში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. 20 იანვარს ევროპის საბჭოს სამდივნომ წერილი გააგზავნა, რომელშიც ოფიციალურად მოითხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა. აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

განცხადების თანახმად, ორშაბათს, 3 თებერვალს სატელეფონო საუბრის დროს, კობახიძემ განაცხადა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" საქართველოს მთავრობას აღარ სურს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული.

"გენერალურმა მდივანმა დიდი შეშფოთებით აღნიშნა საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილება. მან ასევე თავისი შეშფოთება გაიმეორა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციაზე. ახლა მიზანი ახალი ვითარების გავლენის შეფასებაა, რომლებიც მთავრობის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. საქართველოს ოფიციალურ პირებთან დიალოგი მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს