ირაკლი კობახიძე - მივიღეთ ამერიკული "ფარას" კოპირების გადაწყვეტილება - უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება აშშ-ში "ფარას" კანონის შერბილებას, აქ შეიძლება ერიოს "დიფ სთეითის" ხელი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მიიღეს ამერიკული კანონის - „ფარას“ ასლის დაინიცირებაზე გადაწყვეტილება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება იმ მოვლენებს უკავშირდება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნების“ განცხადებას, უცნაურად დაემთხვა აშშ-ში „ფარას“ კანონის შერბილების თაობაზე საუბარი, რაშიც კობახიძის აზრით, შესაძლოა, „დიფ სთეითის“ ხელი ერიოს“.

„შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას“ რბილი ვერსია, ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით და მათ შორის, იმ მოვლენების ფონზე, რაც აშშ-ში განვითარდა, ამერიკული „ფარას“ „კოპირების“ გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს - აშშ-ში გაკეთდა განცხადებები „ფარას“ შერბილების თაობაზე. მეორე, რაც ამ ყველაფერს ემატება: ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს,რადგან მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, რომ საქართველო გაეკრიტიკებინათ იმავე კანონის გამო. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება აშშ-ში „ფარას“ კანონის შერბილებაზე საუბარს და აქ შეიძლება, „დიფ სთეითის“ ხელი ერიოს. ამას მომავალი გვიჩვენებს.

რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ხედავთ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა იყო. ამ 4 მცდელობაში ჩართული იყვნენ უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. ამას, რა თქმა უნდა, სათანადო ყურადღება სჭირდება. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი განკუთვნილია იმისთვის, რომ საქართველოში, ვეღარავინ სცადოს „ენჯეოებისა“ და უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, „ენჯეოების“ მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!