არმაზ ახვლედიანი - აღარასდროს დავუთმოთ უზენაესი სინდისი, ჭეშმარიტი მოქალაქეობა, სამართლიანობა და სამშობლო ვირეშმაკებსა და სხვადასხვა ყაიდის უკეთურთ - ბოლომდე, მტკიცედ ვიდგეთ საქართველოს ევროპულობის სადარაჯოზე

აღარასდროს დავუთმოთ უზენაესი სინდისი, ჭეშმარიტი მოქალაქეობა, სამართლიანობა და სამშობლო ვირეშმაკებსა და სხვადასხვა ყაიდის უკეთურთ - ბოლომდე, მტკიცედ ვიდგეთ საქართველოს ნორმალურობის ანუ მშვიდობის, სამართლიანობის, ეროვნულობისა და ევროპულობის სადარაჯოზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უნდა ვისწავლოთ კეთილგონიერ პიროვნებად ყოფნა და გვახსოვდეს წარსულის ტრაგიკული გაკვეთილები.

„ამ დილით ერთ მეგობარს, სულით ქართველს, მოწოდებით ევროპელს, აქაური ბედუკუღმართობითა და უსამართლობით უცხოეთში იძულებით წასულს, დავითობა მივულოცე. რას იტყოდა ახლა ჩვენზე დიდი მეფეო, მკითხა. ვუპასუხე - „გალობანი სინანულისანისა“ და ძლევამოსილი, ერთიანი საქართველოს შემოქმედი, წარსულისა და აწმყოს მართებულად აღქმის ნიჭით აღსავსე ჯერ უფალს ადიდებდა და შენდობას სთხოვდა, ეკლესიას სარეველასგან განწმენდდა; მერე უკანონოდ და უპატიოდ, ბოროტი და სასტიკი ოლიგარქის მიერ მძევლად აყვანილთ გაათავისუფლებდა, მათზე აყრილ ბორკილებს თავად მოღალატეს და მის შეშლილ თანამზრახველთ დაადებდა; ერს დაამშვიდებდა, სამართლიანი არჩევანის გზას გაუხსნიდა, ირგვლივ მტერს ადგილს მიუჩენდა, მათ მიერ მტრად გამოცხადებულ დასავლელებს კი შესაბამის პატივსა და მეგობრობას მიუძღვნიდა; საქართველოს ფეხზე დააყენებდა, აამაღლებდა და ბოლოს, ვიდრე ამ სოფელს დაემშვიდობებოდა, ჩვენ, ყველას ერთად, დაგვიბარებდა:

ვისწავლოთ კეთილგონიერ პიროვნებად ყოფნა!

გვახსოვდეს წარსულის ტრაგიკული გაკვეთილები და აღარასდროს დავუთმოთ უზენაესი სინდისი, ჭეშმარიტი მოქალაქეობა, სამართლიანობა და სამშობლო ვირეშმაკებსა და სხვადასხვა ყაიდის უკეთურთ!

ბოლომდე, მტკიცედ ვიდგეთ საქართველოს ნორმალურობის ანუ მშვიდობის, სამართლიანობის, ეროვნულობისა და ევროპულობის სადარაჯოზე!“- წერს არმაზ ახვლედიანი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება