CNN - აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის დირექტივის თანახმად, აშშ-ში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) სისხლისსამართლებრივი მიზნით აღსრულება იზღუდება.

ასევე, პემ ბონდიმ აშშ-ში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი დახურა.

FBI-ის შემადგენლობაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ შექმნა.

ბონდის ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზანს „რესურსების უფრო აქტიური საკითხების მოსაგვარებლად გამოყოფა და პროკურატურის იარაღად გამოყენებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასრულება“ წარმოადგენს.

ამასთან, პემ ბონდის კიდევ ერთი დირექტივის თანახმად, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაუქმდა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებისა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით მუშაობდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს