კიმ ჩენ ინი - ყოველთვის მხარს დავუჭერთ რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან საქმეს: დაიცვან სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და ხალხი ყოველთვის მხარს დაუჭერენ და წაახალისებენ რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან საქმეს: დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა.

ამასთან, კიმ ჩენ ინმა გააკრიტიკა სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის და განაცხადა, რომ ეს რეგიონში დაძაბულობას ზრდის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მიიღებს საპასუხო ზომებს, მათ შორის ბირთვული ძალების შემდგომი განვითარების კუთხით.

კიმ ჩენ ინის მტკიცებით, აშშ-ის მიერ ბირთვული სტრატეგიული საშუალებების განლაგება, სამხედრო წვრთნები და სამხედრო თანამშრომლობა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან რეგიონში სამხედრო დისბალანსს იწვევს და სერიოზულ გამოწვევას უქმნის უსაფრთხოების გარემოს.

„კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას არ სურს რეგიონული სიტუაციის ზედმეტი დაძაბულობა, მაგრამ მიიღებს მდგრად საპირისპირო ზომებს რეგიონული სამხედრო ბალანსის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება