"თბილისი ენერჯი" - ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა - გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება

ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა- დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება,- ამის შესახებ “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.

“თბილისი ენერჯი” გაცნობებთ, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება.“თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”,- აღნიშნავენ კომპანიაში.

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ცენტრალური და 500 მილიმეტრიანი გაზსადენი ვაკე - საბურთალოს ამარაგებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს