CBS News - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 14 თებერვალს იწყება, უკრაინის დელეგაციას ზელენსკი უხელმძღვანელებს. ღონისძიებას ჯეი დი ვენსის ესწრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის უახლოეს დღეებში ვაშინგტონში, შესაძლოა, უკრაინის ლიდერს შეხვდეს.

"ალბათ, მომავალ კვირას შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს